პრემიერ-მინისტრი ღია წერილით დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს მიმართავს
პრემიერ-მინისტრი ღია წერილით დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს მიმართავს. ირაკლი კობახიძე გამოხატავს სურვილს, სუფთა ფურცლიდან განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა ამერიკას წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა, თუმცა არც ამ წერილსა და არც მის საჯარო განცხადებებზე პასუხი დღემდე არ მიუღია.
