13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია
13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა. გუნდმა ფინალში - იენას „კარლ ცაისი“ 2-ით ერთი დაამარცხა. დიუსელდორფში გამართულ შეხვედრაში დინამოს რიგებიდან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. ამ გამარჯვებიდან დღეს 44 წელი გავიდა.
