„ვაიმარი პლუსის“ ჯგუფის წარმომადგენლებმა, ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
„ვაიმარი პლუსის“ ჯგუფის წარმომადგენლებმა, ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მიესალმებიან შეერთებული შტატების ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და თანხმდებიან, გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, შეისწავლონ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობები და იმუშაონ ქვეყნის რეკონსტრუქციაზე
