საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭომ, 2014 წლის ივლისში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა, რუსეთს დააკისრა
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭომ, 2014 წლის ივლისში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა, რუსეთს დააკისრა. გავრცელებული ცნობით, შემდეგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან კომპენსაციის ფორმის განსაზღვრა უნდა გახდეს. პარალელურად კი, ორგანიზაციამ რუსეთს ნიდერლანდებსა და ავსტრალიასთან მოლაპარაკების დაწყება უნდა დაავალდებულოს. 2014 წელს დონბასში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, 298 ადამიანი ემსხვერპლა.