დემოკრატის აღქმის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა
საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული.
