ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა და განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა. საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოების პროცესში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით - ეს კონფერენციის მთავარი მიზანია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არქეოლოგები და მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან.
