შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ოპერატიული ღონისძიებები აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩაატარეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
