თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს
,,თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა. სამართალდამცველებმა რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად მისი აღმოჩენა შეძლეს.
