საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება. მაკა ბოჭორიშვილს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
