პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართავს
პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართავს. ირაკლი კობახიძე წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართულ ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს წერილით მიმართა, სადაც ღიად გამოხატავდა მზაობას კონკრეტული გზამკვლევით განახლებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არც ამ წერილსა და არც მის საჯარო განცხადებებზე პასუხი დღემდე არ მიუღია. ირაკლი კობახიძის თქმით, დუმილი კი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე მიზეზს გამოყოფს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ დიფ სთეითთან დონალდ ტრამპის დაპირისპირება დიფ სთეითის დამარცხებით დასრულდება.
