ღვინის გამოფენა ტოკიოში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ხუთი საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს გაცნობოდნენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური გამოფენა 2014 წელს მოეწყო.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
