საელჩოების მდუმარე რეჟიმი
დუმილი, რომელიც უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე ფასადური განცხადებები. ტელეკომპანია “იმედზე” შეტევა დიპლომატიური კორპუსისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ელჩის თანდასწრებით, ქრონიკის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი თავად ელჩმა ჰერჩინსკიმ არ დაგმო. დღეს კი იმედის დახურვით რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკა ნარსია გვემუქრება. დიპკორპუსი აქაც დუმს. ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი.
