რადიკალების ხელწერა
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი, „საქართველო აღარავის დაემონება“, ბასრი საგნით დააზიანა. მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერამ გადაიღო. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ასე აგრესიას ის ადამიანები ვერ მალავენ, რომლებსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის გაძლიერება აღიზიანებთ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც კადრებში ჩანს, ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე ლალი კეკუაა, თუმცა ჩვენთან საუბრისას მომხდართან კავშირს უარყოფს.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები