როიტერსის ცნობით, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელსაც თურქეთის სახელმწიფოსთან 40 წელზე მეტია სისხლიანი დაპირისპირება აქვს, დაშლისა და ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
როიტერსის ცნობით, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელსაც თურქეთის სახელმწიფოსთან 40 წელზე მეტია სისხლიანი დაპირისპირება აქვს, დაშლისა და ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთი და მისი მოკავშირეები „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ანკარა მასთან ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებს. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, რომელიც 26 წელია თურქეთის ციხეშია, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ 27 თებერვალს მოუწოდა.
