უკრაინის რადის დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ირწმუნება, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ და რუსეთმა არაერთი საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს
უკრაინის რადის დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ირწმუნება, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ და რუსეთმა არაერთი საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს. დეპუტატმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უკრაინელი და რუსი ჩინოსნების პირისპირ დიალოგი 2023- 24 წლებშიც შედგა. გონჩარენკო ამბობს, რომ მაღალი დონის დელეგაციები ერთმანეთს არაბეთის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ ქვეყანაში საიდუმლოდ შეხვდნენ. დეპუტატის ინფორმაციით დისკუსიები უშედეგოდ დასრულდა.