შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკისთვის პრიორიტეტი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკისთვის პრიორიტეტი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა. მარკო რუბიომ უკრაინის საკითხზე გერმანიის კანცლერთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო-მერცის საუბარი შეეხო საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების კიევში გამართული შეხვედრის დეტალებს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების პროცესს ეხებოდა. მარკო რუბიო 14 დან 16 მაისამდე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. სწორედ ამ პერიოდში იგეგმება თურქეთში უკრაინის საკითხზე მოსკოვსა და კიევს შორის პირისპირ მოლაპარაკების გამართვა.
