ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფარულად მზადებას განაგრძობს
ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფარულად მზადებას განაგრძობს. შეხვედრებს მართავს რეგიონებში მამუკა ხაზარაძე. მზადება აღიარა ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა პარტიაში ირწმუნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გარე ძალებისგან მიღებული დავალების შესაბამისად იმოქმედებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც სწორედ უცხოურ დირექტივებზე იქნება დამოკიდებული. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს კარგი იქნება დემოკრატიისთვის, მონაწილეობის შემთხვევაში კი ისინი მარცხისთვის არიან განწირულები.