შეტევა ტელეკომპანია "იმედზე"
შეტევა ტელეკომპანია "იმედზე". რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედი უნდა დაიხუროს. რამდენიმე დღის წინ კი იყო ქრონიკის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ, როდესაც ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს აჩვენებს. ამ ფაქტზე ევროკავშირის საელჩოს დუმილი კი ჟურნალისტებზე თავდასხმას ახალისებს. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ძალადობაში, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული არიან სწორედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები. ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში მედიაგარემოს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა, ქრონიკის კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. ევროპის დღეზე ქრონიკის ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე დასმულ კითხვას არ პასუხობს არც ევროკავშირის წარმომადგენლობა.