„საქართველო აღარავის დაემონება“ - ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა
ბანერი წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ რომელიც ბარათაშვილის ხიდზე იყო გადმოფენილი, ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე ლალი კეკუაა, თუმცა ის მომხდართან კავშირს უარყოფს. მმართველი გუნდის შეფასებით, კი მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
