შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე ილაპარაკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიზნის ერთგულია
შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე ილაპარაკა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიზნის ერთგულია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა გამოწვევებს, რომლის წინაშეც ევროპა დგას და შეეხო საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან - დირექტივებით ელაპარაკოს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავს მოხვევას- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
