ბრიუსელი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს
ბრიუსელი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპარლამენტის ორი პოლიტიკური ჯგუფი საგამოძიებო კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი კი მოკვლევას საბიუჯეტო კონტროლის ფარგლებში ითხოვს. ინიციატივა მორიგ სკანდალს ე.წ ტიმერმან გეიტს უკავშირდება. საუბარია მილიონობით დოლარზე, რომელიც გაუმჭვირვალედ კონკრეტული მიზნებისთვის დაიხარჯა. ქართული ოცნება ორმაგ სტანდარტზე აკეთებს აქცენტს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გამოსავალი არა პრობლემის იგნორირება, არამედ მისი მოგვარებაა. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც, დასავლელი პოლიტიკოსების მსგავსად, გამჭვირვალობის კანონს ებრძოდა, ახლა ცდილობს ყველაფერი ქართულ მართლმსაჯულებას გადააბრალოს.
