ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში სამიტი მიმდინარეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში სამიტი მიმდინარეობს. საქართველოში იმყოფება 50 მაღალი გაყიდვების საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და სერვისის მიმწოდებელი 40 კომპანია. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ევროპული კომპანიების წარმომადგენლებისთვის მოეწყობა გაცნობითი ტურები.