CNN-ის ინფორმაციით, კატარი დონალდ ტრამპს ძვირად ღირებულ ბოინგს ჩუქნის
CNN-ის ინფორმაციით, კატარი დონალდ ტრამპს ძვირად ღირებულ ბოინგს ჩუქნის. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა, კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიიღოს 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747.“ როგორც კატარში განაცხადეს, ტექნიკურად თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც ის აღიჭურვება უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით. „სიენენის“ ინფორმაციით, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის გადაცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის სურთ, რაც მას საშუალებას მისცემს, თვითმფრინავი შემდგომშიც გამოიყენოს. დემოკრატმა კონგრესმენმა რიჩი ტორესმა უკვე მიმართა წარმომადგენელთა პალატას, გამოძიების ჩატარების მოთხოვნით.
