საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკანდალურ ვიდეოს ეხმიანება
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკანდალურ ვიდეოს ეხმიანება. განმარტავენ, რომ ნივთი, რომელსაც ნარკოტიკების პაკეტად ასაღებენ, ჩვეულებრივი ხელსახოცია. კადრებში ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ფიგურირებენ. მას შემდეგ, რაც მათთან ჟურნალისტები შედიან, მაკრონი და მერცი ნივთებს მალავენ. საერთაშორისო ჟურნალისტები აქტიურად წერდნენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, ნარკოტიკს მოიხმარდნენ.
