სთრონგ მენში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა
სთრონგ მენში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა. ჩვენი ქვეყნის უძლიერეს მამაკაცთა გუნდის წევრებმა გერმანიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ორი ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ სამხარაძემ და ჭაბუკა ჭიღლაძემ აჩვენეს, რომლებიც ევროპის ჩემპიონები გახდნენ და რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.
