შრი ლანკაში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
შრი ლანკაში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ხეობაში სამგზავრო ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 30-ზე მეტი. უბედური შემთხვევა კოტმალის პროვინციაში მოხდა. ავტობუსის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.
