რომის პაპმა პირველი საკვირაო მესა გამართა
რომის პაპმა პირველი საკვირაო მესა გამართა. ლეო მეთოთხმეტემ მორწმუნეებს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიმართა. მან დაპირისპირებულ მხარეებს უკრაინასა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
