ამერიკა-ირანის მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა შეერთებული შტატების არათანმიმდევრულობაა
ამერიკა-ირანის მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა შეერთებული შტატების არათანმიმდევრულობაა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე განაცხადა, რომელიც ომანის შუამავლობით იმართება. მანამდე აბას არაქჩიმ ღიად განაცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას არ დათანხმდება და ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის.
