რობერტ ფიცო: დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ
დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ერთხელ უკვე ჩაშალა 2022 წელს და ახლაც ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი პოზიციას შეიცვლის და უკრაინას და რუსეთს პირდაპირი დიალოგის საშუალებას მისცემს.
