საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, ამჯერად სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოეხმაურა პუტინის შეთავაზებას
საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, ამჯერად სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოეხმაურა პუტინის შეთავაზებას, რომელიც უკრაინას სტამბოლის ფორმატში მოლაპარაკების განახლებას ცეცხლის შეწყვეტის გარეშე სთავაზობს. როგორც ემანუელ მაკრონი წერს, დიალოგის აღდგენის ერთადერთ პირობად ცეცხლის უპირობო შეწყვეტა რჩება, რადგანაც მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ რუსული მხარე უკრაინის მოქალაქეებს ბომბავს. მანამდე საფრანგეთის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის წინადადება კიევთან მოლაპარაკების განახლების შესახებ პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია.
