ევროკავშირის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა
ევროკავშირის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა და მისი მიზანი ევროკავშირის სამართლისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ სტუდენტებში ცოდნის გაღრმავებაა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს საქართველოს 16 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
