პენტაგონმა სამხედრო შენაერთების მეთაურებს დაავალა, 21 მაისიდან ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნები ამოიღონ
პენტაგონმა სამხედრო შენაერთების მეთაურებს დაავალა, 21 მაისიდან ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნები ამოიღონ. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება. სააგენტოს ცნობით, განკარგულება წერილობითი სახით თავდაცვის მდივნის მოადგილემ ტიმოთი დილმა გასცა. მეთაურებთან მიმოწერაში ნათქვამია, რომ ლიტერატურა, რომელიც გენდერული კონცეფციისა და იდეოლოგის მატარებელია, არ შეესაბამება ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკას და ინტერესებს.
