ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება
ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მმართველ სოციალურ პარტიას კონკურენციას კონსერვატიული ალიანსი უწევს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სალი ბერიშა ხელმძღვანელობს. ის კორუფციაშია ბრალდებული და შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება. წინასწარი გამოკითხვებით, მმართველ პარტიას მხარს ამომრჩეველთა 49% უჭერს, კონსერვატორებს კი 35%იანი მხარდაჭერა აქვთ. არჩევნების წინასწარი შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.