შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ამერიკის ფინანსთა მინისტრი და სავაჭრო წარმომადგენელი იღებენ, ჩინურ მხარეს კი ვიცე პრემიერი წარმოადგენს. ორ დღიანი მოლაპარაკებები შვეიცარიაში გუშინ დაიწყო. შეხვედრის პირველი დღის შედეგები თეთრი სახლის ლიდერმა პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ კარგი პროგრესი იქნა მიღწეული.
