შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ბრინჯის ექსპორტი განაახლა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ბრინჯის ექსპორტი განაახლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, თებერვალში რუსულმა კომპანიებმა შეერთებული შტატებისგან 154 000 დოლარის ღირებულების ბრინჯი შეიძინეს, მარტში კი იმპორტირებული ბრინჯის ღირებულებამ 294 ათას დოლარს გადააჭარბა, რაც 2015 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.
