საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადება შეაფასა
„პირველი ნაბიჯი, მაგრამ არა საკმარისი“,- ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადება, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტი გუშინ უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. „მსურველთა კოალიციამ“ რუსეთისგან 12 მაისიდან 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. პუტინმა კი კიევს 15 მაისიდან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.
