პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი ზავის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმები განაახლა
პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი ზავის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმები განაახლა. სუმის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში საჰაერო მზადყოფნა გამოცხადდა. განგაში იყო უკრაინის დედაქალაქშიც. მუშაობდა საჰაერო თავდაცვა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
