ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. დასრულდა გაწმენდითი სამუშაოები. სრულად არის აღდგენილი ელექტრო ენერგია. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ძლიერი ქარის გამო გუშინ ბათუმში დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანდა ხეები, ასევე ავტომანქანები. დაშავდა ორი ადამიანი. მათგან ერთ-ერთმა კლინიკა უკვე დატოვა.
