საფრანგეთის ლიგა ერთში 33-ე ტურის ყველა მატჩი პარალელურად გაიმართა,
საფრანგეთის ლიგა ერთში 33-ე ტურის ყველა მატჩი პარალელურად გაიმართა, შესაბამისად, ქართველების გუნდებმაც ერთდროულად ითამაშეს. ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „რეიმსი“ 2:0 დაამარცხა და ლიგა ერთში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. დავითაშვილი მოედანზე 84 წუთის განმავლობაში იყო. ლიონი“ „მონაკოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ქართველი ფორვარდი თამაშში მხოლოდ 74-ე წუთიდან ჩაერთო. ჩემპიონმა „პარი სენ ჟერმენმა“ გავარდნილი „მონპელიე“ სტუმრად გადახალისებული შემადგენლობით ადვილად 4-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი ტურია დარჩენილო
