ამ განცხადებით პუტინმა ფაქტობრივად უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიცია ითხოვს
ამ განცხადებით პუტინმა ფაქტობრივად უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიცია ითხოვს. კიევში საგანგებო ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათ რუსეთისგან 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვს დამატებითი სანქციებით და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით დაემუქრნენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, კოალიციის ლიდერები ტელეფონით დონალდ ტრამპსაც დაუკავშირდნენ, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს.
