კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იმედისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას გაეცნო
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე, იმედისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას გაეცნო. 13 მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობების ახალი სახურავებით გადახურვა, ფასადების შეღებვა, ფანჯრების შეცვლა. ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია.