დიდი 10-ის ფინალი
ხვალ, ქართული რაგბის ორი გამორჩეული გუნდი ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ქუთაისის აიამ მცირე ფინალში ბათუმი 2 კვირის წინ დაამარცხა და დიდ ფინალსაც საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. სატიტულო მატჩამდე 1 დღით ადრე გუნდებმა მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ამ დროისთვის ყველაფერი მზადაა, რომ საქართველოს 34-ე ჩემპიონის ვინაობა გაირკვეს
