„სტუდფესტი 2025“
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე სტუდენტური ფესტივალის „სტუდფესტი 2025“ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო. ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას
