სამხედრო ფიცი
ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვით გაწვეულმა 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ორთვიანი მომზადების პერიოდში რეკრუტებმა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს. ჯარისკაცები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30 პროცენტიან დანამატს მიიღებენ
