ინფრასტრუქტურული პროექტები
წყალტუბოში ცივი ტბის რეაბილიტაცია დასრულდა - ტბა წლების განმავლობაში დაგროვილი ასეულობით ტონა ნალექისგან გაიწმინდა და მიმდებარედ მოეწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია. იმერეთის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
