შეხვედრები კახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში დღეს რამდენიმე რაიონს, დაწესებულებასა და საწარმოში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო, როგორც რეინჯერებისა და მეტყევეების სამუშაო პირობებს ისე ყველისა და ღვინის საწარმოებს, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს. ღვინის საწარმოში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 600 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია