იმედგაცრუებული რადიკალები
პროტესტისა და კრიზისის საილუსტრაციოდ 9 მაისის აქცია ოპოზიციამ რამდენიმე კვირის წინ დაგეგმა, თუმცა გაამართლა თუ არა მასშტაბმა მოლოდინს, ამაზე თავად ოპოზიციის კომენტარები მოკრძალებულია. ნაწილი იხტიბარს მაინც არ იტეხს, მეორე ნაწილი თემას გაურბის, კადრები კი კომენტარების გარეშეც სათქმელს თავად ამბობს. ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, ევროპის სახელს ამოფარებული პოლიტიკოსების მონდომება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, „ქართული ოცნების“ თქმით, სწორედ ასეთი ქმედებების ავტორი პოლიტიკური ძალების მიმართ უნდობლობის შედეგია გუშინდელი აქციის სიმწირეც
