საელჩოსგან დაუფასებელი წარსული
9 მაისთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს
