ელჩის ორმაგი სტანდარტი
საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე, ლამის ყველა კანონის მიღებასა და გადაწყვეტილებებზე დასავლელი ელჩების მხრიდან კომენტარები, კრიტიკა და შეფასება საქართველოში უკვე არ გვიკვირს. მათ რიგებშია პაველ ჰერჩინსკიც, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გაურკვეველ მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. დიპლომატიის სტანდარტი ნამდვილად მოითხოვს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩისგან მასპინძელი ქვეყნის საქმეებში ჩარევა არ დაუშვას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ვუყოთ არქივს, რომელიც ხელნაწერების მსგავსად არ იწვის და ბევრ ისეთ შეფასებას ინახავს, რომელიც დიპლომატიის არსს უხეშად არღვევს. მაგრამ მხოლოდ კომენტარებს ვინ ჩივის, როცა არქივი მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის ელჩის ჩართულობით, არაერთ ღონისძიებასაც ინახავს, სადაც დემოკრატიის სახელით მიმდინარე შეხვედრები ტარდებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო ფარული თუ ღია გზავნილებით. შორსაც რომ არ წავიდეთ, ფრაზას: საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევი, წინ იგივე ჰერჩინკის მიერ, იმავე დღეს მმართველი ძალის კრიტიკა უძღოდა. გამოდის, რომ, დიპლომატის როლი ელჩების ნაწილისთვის მაშინ ხდება დაურღვეველი, როცა საქმე ოპოზიციის გეგმებისა თუ უგეგმობას კომენტირებას ეხება
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
