უკრაინის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდან 6 მაღალჩინოსანი დაითხოვეს
უკრაინის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდან 6 მაღალჩინოსანი დაითხოვეს. ცნობას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ დაწყებულია გამოძიება. საქმის დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ვრცელდება. თუმცა მედია წერს რომ ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აწარმოებენ. მათ შორის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ქონების მითვისება და გაფლანგვა
